მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 185 მილიონს გადააჭარბა

07 ივლისი 2021, 11:44 499 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 185 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერისი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 169.7 მილიონს შეადგენს. ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.6 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 30.6 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი მოჰყვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში