სასამართლომ სამშობიარო სახლის მეწილეების სარჩელი არ დააკმაყოფილა

07 ივლისი 2021, 14:46 1081 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ  „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 31 მეწილის სარჩელი  არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლისგან   ზიანის ანაზღაურებას, ქვემოიჯარესთან ხელშეკრულების მოშლას და დირექტორის გათავისუფლებას ითხოვდნენ.  

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლზე, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“,  ქვემოიჯარეს მილიონ 200 ათასის ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და კიდევ სხვა ვალდებულებები.

მოსარჩელე მხარისთვის  სასამართლო გადაწყვეტილება ნაწილობრივ მისაღებია,  თუმცა მაინც    გაასაჩივრებს. მეწილეების განმარტებით, ქვემოიჯარე ნაკისრ ვალდებულებას 4 წლის განმავლობაში არ ასრულებდა, თუმცა ცოტახნის წინ მათ ბანკის 200 000  საგარანტიო  საბუთი და  80 000 ლარი  იჯარის დავალიანების  თანხა წარადგინეს, რაც მისაღებია. 

მოპასუხე მხარე  აცხადებს, რომ  სარჩელი თავიდანვე იყო  უსაფუძვლო და მოსარჩელე   არარსებულ ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.  

როგორც  ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლის ადვოკატმა  განმარტა,  საგარანტიო თანხა, რომელიც აჭარის მთავრობამ  წარადგინა  დაკისრებული ვალდებულებების  კეთილსინდისიერად  განცხორციელებას ემსახურება.

დირექტორის გადაყენებისა და ქვემოიჯარესთან ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნაზე  სასამართლოში ცალკე დავა მიმდინარეობს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში