ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

08 ივლისი 2021, 09:46 661 ნახვა

ლონდონის "უემბლიზე" ევრო 2020-ის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები დანიას დაუპირისპირდა.

როგორც პირველ ნახევარფინალში, აქაც ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. გადამწყვეტი 104-ე წუთზე დანიშნული ცოტა საეჭვო პენალტი გახდა.

ჰარი კეინმა კასპერ შმეიხელს ვერ აჯობა ნიშნულიდან, მაგრამ თავადვე დაამატა, ევრო 2020-ზე თავისი მე-4 გოლი გაიტანა და ინგლისის ნაკრები ისტორიაში პირველად გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

ინგლისის ნაკრები ფინალში, რომელიც 11 ივლისს კვლავ "უემბლიზე" ჩატარდება, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში