სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ? - შინაგან საქმეთა მინისტრი

08 ივლისი 2021, 15:04 1710 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 5 და 6 ივლის რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოყვანილი იყო, სულ 32000 პოლიციელი მუშაობდა. 

ვახტანგ გომელაურის თქმით, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. 

მინისტრი ამბობს, რომ ჟურნალისტების დევნა მიუღებელია და მომხდარს გმობს. 

„სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ? ესენი ჩვეულებრივი პოლიციელები არიან. როცა სჭირდებათ ჩაცმა, უნდა აღიჭურვონ პლასტმასებით, ხელკეტებით თავისი აღჭურვილობა აქვთ. ეს ადამიანები გამოსულები იყვნენ. 3-4 დღეა ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ.  თავდაპირველად სამი ლოკაცია იყო, შემდეგ რვა, ბოლოს კი 20. რომ გაანაწილო თოთო ლოკაციაზე გამოდის დაახლოებით  150 ადამიანი. ფიზიკურად მეტის საშუალება არ იყო. მთელი თბილისის მასშტაბით იყვნენ გაშლილები. 

გავიგე, რომ არ იყო პოლიცია, მე ბრძანება გავეცი, რომ ცემონ ჟურნალისტები და თქვენ ხელი არ გაანძრიოთ - უკაცრავად  ეს ხომ იდიოტიზმია - არც მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ამ ადამიანებს სახელები და გვარები დავასახელო.

როგორც შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, ასეთი რაღაც გააკეთოს. არასდროს მომხდარა, რომ სამწუხაროდ, ამხელა აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ. რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ ასეთი მასიური სხვადასხვა ლოკაციაზე რომ მედიის წარმომადგენლების დევნა დაწყებულიყო არ ყოფილა.

ეს მიუღებელია, საშინელებაა და ვგმობ. ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა, არ ინძრეოდა და საერთოდ არ ეხმარებოდნენ - ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს'' - განაცხადა მინისტრმა. 

ვახტანგ გომელაურის თქმით, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა იღებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში