საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის საქმე

08 ივლისი 2021, 14:44 1216 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროფესორ ვაჟა ანანიძის საქმეზე   მოპასუხე მხარის შეკითხვებს  მოსარჩელე  პასუხობს. მოპასუხე მხარეს  ბათუმის საზღვაო აკადემია წარმოადგენს, რომლის  ხელმძღვანელ პირებსაც  ყოფილი ლექტორი უსამართლო დევნასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. 

სასწავლებლის იურისტს სხვა პასუხებთან  ერთად ყოფილი ლექტორისგან აინტერესებდა, აკადემიაში მუშაობის პერიოდში  იცოდა თუ არა  პროფესორმა თავის უფლება-მოვალეობების შესახებ, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა  ამ  მოვალეობას და  რის საფუძველზე ადანაშაულებდა სასწავლებლის ხელმძღვანელ პირებს პლაგიატში. საქმეში მტკიცებულებების  არ არსებობაზე საუბრობს  ანანიძის  ინტერესების დამცველი. 

პროფესორი ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გასულ წელს დისციპლინური გადაცდომის ბრალდებით გაათავისუფლეს.  

ვაჟა ანანიძე  სასამართლოს გზით   სამსახურში აღდგენას, განაცდურის მიღებას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც აკადემიიდან გაუშვეს.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში