ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი შუახევში გაკეთდება

08 ივლისი 2021, 19:42 3403 ნახვა

მთიანი აჭარა ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველია ადგილია. ზღვიდან სულ რამდენიმე კილომეტრზე დაუვიწყარ ბუნებაში აღმოჩნდებით. სწორედ ტურისტული პოტენიციალის კიდევ უფრო ათვისებისა და პოპულარიზების მიზნით, ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი მოეწყობა.1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება. ჩირუხის მთა გამორჩეულია თავისი ავთენტური და განსხვავებული ტურისტული შესაძლებლობებით. იქიდან იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში