1,5 მილიონი ლარი მოტობლოკებისთვის

08 ივლისი 2021, 19:43 1774 ნახვა

აჭარაში 1000 ფერმერს თანადაფინანსებით მოტობლოკებს გადასცემენ. პროექტი მოქალაქეებმა „საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში წარადგინეს. ანუ თავად აირჩიეს რისი შეძენა უფრო სჭირდებოდათ. ფერმერები და აგრომეწარმეები დანადგარის ღირებულების მხოლოდ 30%-ს გადაიხდიან. მოტოკულტივატორის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი 5 აგვისტოს დასრულდება. მოტობლოკი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის თითქმის განუყრელი ატრიბუტია,რადგან შესაძლებელი ხდება რამდენიმე თვის სამუშაო 1 კვირაში გააკეთო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში