საქართველოში კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

09 ივლისი 2021, 10:54 1675 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 758, „პისიარ“ ტესტით – 10 137.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის – 3,89%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 673 შემთხვევა, აჭარა - 74, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 31, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 374 836 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 804 გამოჯანმრთელდა, 5 421 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 289 399 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 598.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში