ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულების სასამართლო

09 ივლისი 2021, 19:48 881 ნახვა

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 ადამიანიდან ათის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებიდან ხუთის ადვოკატი კახა სინჯიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. შსს-ს ინფორმაციით, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით ოთხ პირს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში