საგანგებო მდგომარეობა და ოლიმპიადის ცარიელი ტრიბუნები იაპონიაში

09 ივლისი 2021, 19:51 1008 ნახვა

წელს პირველად ოლიმპიური თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატრდება. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იაპონიის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა ორშაბათიდან შევა ძალაში და 22 აგვისტომდე გაგრძელდება. ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ოლიმპიური თამაშები იმართება. მანამდე, მსოფლიო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩაეტარებინათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში