ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს

09 ივლისი 2021, 21:23 2086 ნახვა

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ინდოეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს და ის ქვეყანაში მუდმივად დარჩება.

10 ივლისს, სამების საკათედრო ტაძარში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი დედოფლის წმინდა ნაწილებს საზეიმო ცერემონიალით  საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ოფიციალურად გადასცემს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოს უსასყიდლოდ, მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა.

წმიდანის ნაწილები საქართველოში, რამდენჯერმე იყო ჩამობრძანებული და მრევლს მოლოცვა ეპარქიებში შეეძლოთ, თუმცა შემდგომ ისევ ინდოეთში გადააბრძანეს.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს მეფე თეიმურაზმა შაჰ-აბასის მოთხოვნით მას მძევლად გაუგზავნა, უმცროს ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად. სპარსეთში ქეთევან დედოფალს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც დედოფალმა უარი თქვა. ამიტომ ის 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა, ნეშტი მალულად ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში