საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ტოკიოში გასამგზავრებლად ემზადება 

10 ივლისი 2021, 12:00 1150 ნახვა

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ფიცი დადო და ტოკიოში გასამგზავრებლად ემზადება.საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიალი დღეს გაიმართა.

ოლიმპიელებს სიტყვით პრემიერ მინისტრმა მიმართა და წარმატებები უსურვა. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 მლნ ლარს მიიღებს. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. პარაოლიმპიური თამაშები კი - 23 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში