ქურდული სამყაროს წევრობის საქმე

10 ივლისი 2021, 20:20 1105 ნახვა

ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული 4 პირის პროცესი ბოლნისის სასამართლოში დასრულდა. 4-ივე პირს მოსამართლემ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას ადასტურებს, განსხვავებული პოზიცია აქვთ ადვოკატებს. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ არ არსებობენ მოწმეები და არ არსებობს მტკიცებულებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში