რა მოხდა 5 ივლისს - ოპერატორზე თავდასხმის დეტალები

11 ივლისი 2021, 15:15 1790 ნახვა

5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ძალადობრივმა ჯგუფებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, მას მოძალადეები ხელებით და ფეხებით, ასევე სხვადასხვა საგნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაზიანებების  გამო  ოპერატორს  ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.  ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს, შს სამინისტროს ცნობით დაკავებულია 4 მოქალაქე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში