ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება

11 ივლისი 2021, 15:10 1195 ნახვა

დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და  ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, დაისაჯოს ყველა დამნაშავე- განცხადებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

მათ რიგი მოთხოვნები აქვთ: ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;  დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ  ორგანიზატორებიც;  ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;  დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე  მოკვლევა; ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები; ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში