''ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

11 ივლისი 2021, 16:24 1059 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს წითელი საღებავი შეასხეს.

მმართველი პარტიის ოფისთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა  წითელი საღებავით წარწერების გაკეთება და ოფისში შესვლა სცადეს, რისი საშუალება მათ პოლიციელებმა არ მისცეს.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. არსებული ინფორმაციით, დააკავეს რამდენიმე პირი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში