ჟურნალისტების მდუმარე აქცია ბათუმში

11 ივლისი 2021, 20:30 1532 ნახვა

“დაისაჯოს ყველა მოძალადე“, “ჩემი კოლეგა ძალადობის მსხვერპლია“ _ ამ სლოგანებით ჟურნალისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები. მათ დაგმეს 5-6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს.

მოითხოვეს დამნაშავეების დასჯა. აქციის მონაწილეები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილი კოლეგის ოჯახს. ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა. იგი 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში