ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილი

12 ივლისი 2021, 11:18 1340 ნახვა

საქართველს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა.

''ვნახეთ, რომ სცადეს ეს ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

რა თქმა უნდა მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც აღნიშნული პირის ცემის საქმეში იყო ჩართული. მინდა განვაცხადო კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში.

მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მათ ახლობლებს და კოლეგებს. ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზიც არ უნდა იყოს ამის უკან. 

მოსახლოებას კი მინდა ვუთხრა, რომ შსს აქტიურად მუშაობს. გუშინვე ჩაატარა ოპერატიულად სამუშაოები.  დანიშნულია ექსპერტიზა. ოჯახის ინიციატივითა და ტელევიზიის ჩართულობით, მოთხოვნით ჩართულია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში