რუსეთმა სახელმწიფო საზღვრისკენ სამხედრო თვითმფრინავები გაუშვა

12 ივლისი 2021, 09:36 509 ნახვა

შავი ზღვის თავზე აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავების გადაადგილების გამო, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრისკენ სამხედრო თვითმფრინავები გაუშვა.

რუსეთის ეროვნული თავდაცვის მართვის ცენტრის ინფორმაციით, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებებმა რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით მფრინავი რადიოელექტრონული დაზვერვის და რადიოელექტრონული ბრძოლისთვის განკუთვნილი „იფი-3ი“ და მზვერავი „სიელ-600“ თვითმფრინავები შენიშნეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად აეროდრომიდან „სუ-30 ესემ“  და „სუ-27ტიპის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ მომხდარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში