პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა

12 ივლისი 2021, 13:07 888 ნახვა

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა. 

ოპოზიციონერი დეპუტატები და უმრავლესობის ლიდერები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

,,სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პიჯაკი შემოახიეს. როგორც თავად აცხადებს, მას უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდა.

„ვიქტორ ჯაფარიძე გადმოვიდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე, იგინებოდა ვუთხარი, რომ გაჩერებულიყო“, - განაცხადა ვაშაძემ.

წინააღმდეგობის მიუხედავად სხდომათა დარბაზში შესვლა მოახერხა "ტვ პირველის" გენერალურმა დირექტორმა ვატო წერეთელმა. მისი თქმით, ჟრანლისტებზე ზალადობენ როგორც ქუცაში, ასევე პარლამენტში. 

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. დარბაზში სწორედ სხდომა უნდა გამართულიყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში