ილია მეორე ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

12 ივლისი 2021, 16:44 1301 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედას, თინათინ კახიძეს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ილია მეორის სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

''რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.

ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის, მითუმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება.

ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა.

ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი'' - წერია სამძიმრის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში