აქცია პარლამენტთან

12 ივლისი 2021, 19:46 1173 ნახვა

ოპოზიციონერი ლიდერები, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები - ამ წუთებში პარლამენტთან არიან შეკრებილი. ქვეყნის მთავარი ქუჩა- რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. შეკრებილები აპროტესტებენ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. წაიკითხეს დაშავებულების სახელები და გვარები,რასაც ტაში მოჰყვა. გამომსვლელები ტრიბუნიდან აჟღერებენ გზავნილებს და გაახმოვანებენ სამოქმედო გეგმასაც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში