ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

13 ივლისი 2021, 10:09 1307 ნახვა

"TV პირველის" ოპერატორს დღეს დაკრძალავენ. ლექსო ლაშქარავას ​გამოსვენება იოსელიანის ქუჩა #37-დან, 15:00 საათზე იქნება. "TV პირველის" ოპერატორი 11 ივლისს გარდაიცვალა.

5 ივლისს გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"TV პირველის" ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში