ბათუმში ორი ავტომობილი დაიწვა 

13 ივლისი 2021, 10:22 4736 ნახვა

ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ავტომობილი დაიწვა. ცეცხლი თავდაპირველად მიკროავტობუსს გაუჩნდა, შემდეგ კი გვერდით მდგომ მსუბუქ ავტომობილზე გავრცელდა.

თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსში ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, სანთებელას ანთების დროს გაჩნდა ცეცხლი. 

მამაკაცებმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხეს. დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების განმარტებით, პაციენტს ფეხის არეში მეორე ხარისხი დამწვრობა აქვს. 

 მობილიზებული იყო  სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. 

დაზიანებულია ქუჩაზე გაჩერებული ორი მანქანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება გულისხმობს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში