ჟურნალისტებისა და ოპერატორების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში 

13 ივლისი 2021, 11:28 1289 ნახვა

 საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგის მიმდინარეობისას  მედიის წარმომადგენლები ტრიბუნასთან, ''ტვ პირველის'' გარდაცვლილი ოპერატორის  ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ და პოტესტი გამოხატეს.

''დღეს ჩემს კოლეგა ლექსო ლაშქარავას კრძალავენ და არავის არ აქვს უფლება ამ ტრიბუნასთან იდგეს. მინდა კოლეგებს ვთხოვო მოვიდნენ აქ და გამოხატონ თავისი პროტესტი. 

აუცილებლად უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. გარდა ამისა დამნაშავეები უნდა დაისაჯონ'' - განაცხადა ''ფორმულას'' ჟურნალისტმა. 

წუთიერი დუმილის შემდეგ ჟურნალსტებმა ლექსო ლაშქარავას ერთი ფოტო ტრიბუნასთან დატოვეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში