ჯანმო: სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდვაქცინების შერევა „საშიში ტენდენციაა“

13 ივლისი 2021, 09:58 467 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდვაქცინების შერევას „საშიშ ტენდენციას“ უწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის უფროსმა მეცნიერმა სოუმია სვამინათანმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების კომბინაცია არის „საშიში ტენდენცია“, რადგან ვაქცინების შერევისას ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ მცირე მონაცემებია ხელმისაწვდომი. „ეს ცოტა საშიში ტენდენციაა. როდესაც საუბარია შერევაზე, ჩვენ ვიმყოფებით ზონაში, სადაც არ არსებობს მონაცემები ან მტკიცებულებები“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, „ქვეყნებში ქაოსური სიტუაცია შეიქმნება, თუ მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებს მეორე, მესამე ან მეოთხე დოზას“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში