ერაყში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

13 ივლისი 2021, 09:49 659 ნახვა

ერაყის ქალაქ ნასირიაში მდებარე საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 67 ადამიანი. ხანძარი, სავარაუდოდ, ჟანგბადის გაჟონვამ გამოიწვია.

ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმმა შეხვედრები გამართა მინისტრებთან და ქალაქ ნასირიას ჯანდაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის მენეჯერების დაპატიმრების განკარგულება გასცა.

ერაყში კორონავირუსით ინფიცირების 1.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ვირუსს 17 592 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში