ინფექციის გავრცელების რისკები იზრდება აუცილებელია ვაქცინაცია - თამარ გაბუნია

13 ივლისი 2021, 11:35 996 ნახვა

ინფექციის გავრცელებამ მოიმატა, ერთი დღის დაკარგვაც კი კრიტიკულია, ამიტომ აუცილებელია ვაქცინაცია​​ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით,  ამ შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა.

"ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე. დღეს ქვეყანაში უკვე არის მობილიზებული მილიონი დოზა "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინის. ორივე ამ ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი. ასევე, უახლოეს დღეებში შემოვა "ფაიზერის" ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება "ფაიზერის" ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუ კი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია. თუმცა, დღეს არსებული ყველა ის ვაქცინა, რომელიც გვაქვს; "სინოფარმი", "სინოვაკი", "ასტრაზენეკა" არის დადასტურებული ეფექტურობის მხრივ, ახლა თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია, რადგან შემთხვევების რაოდენობა იმატებს, ამდენად მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში