#ლექSOSთვის

13 ივლისი 2021, 15:00 1325 ნახვა

ამ წუთებში ტვ-პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის  პროცესი იწყება.  მის საცხოვრებელ სახლთან, იოსელიანის ქუჩაზე მოწყობილია სხვადასხვა ტელევიზიის ოპერატორების სიმბოლური კორიდორი, სადაც  ლექსო ლაშქარავას გაატარებენ, მოეწყობა მსვლელობა. ლექსო ლაშქარავას ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ. 

გარდაცვლილი ოპერატორის დაკრძალვის გამო დღეს რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება საპროტესტო აქცია. სოლიდარობის ნიშნად  რეგიონული არხების ნაწილი ათი წუთით მაუწყებლობას აჩერებს.

ლექსო ლაშქარავას ხსოვნის საპატივცემულოდ, ეკრანზე მხოლოდ წარწერა #ლექსოსთვის - იქნება.  სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია.  ლექსო ლაშქარავა 10 ივლისს გამთენიისას  საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ  იპოვა, გამოძიება 115-ე მუხლითაა დაწყებული. 

5 ივლისს კი თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციის დროს, ორგანიზაცია სირცხვლიას ოფისში მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ,  მან მოასწრო 37 წამიანი კადრის გადაღება, სადაც ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომელიც მას ფიზიკურად უსწორდება, შემდგომ იგი გადაიყვანეს კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალში, სადაც მას სახის ძვლების მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. 

რაც შეეხება ლექსოზე თავდამსხმელებს, დაკავებულია 5 მოქალაქე, მათგან ოთხს უკვე შეეფარდა პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შუალედური დასკვნით, მის სხეულში აღმოჩენილია რამდენიმე ნარკოტიკული საშუალება, აქედან გამომდინარე ძალოვან უწყებაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი არის ზედოზირებაა.

 ამ ვერსიას უნდობლობას უცხადებენ  ლექსოს ოჯახი, ჟურნალისტები, მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები და ითხოვენ პრემეირ-მინისტრის გადადგომას. ამ მოთხოვნით ორი დღეა აქციები მიმდინარეობს, პროტესტი ხვალიდან ისევ განახლდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში