ერაყში ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა

13 ივლისი 2021, 18:32 1092 ნახვა

ერაყის სამხრეთ პროვინციაში, ქალაქ ნასირიაში კოვიდ-საავადმყოფოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ჟანგბადის ბალონის დაუდევარი მოპყრობა გახდა, რამაც მისი აფეთქება გამოიწვია.ინციდენტთან დაკავშირებით, პროვინციის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ქვეყნის პრემიერმა ერაყში გლოვა გამოაცხადა.საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში