5 ივლისის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

14 ივლისი 2021, 12:40 1359 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, კიდევ 1 მოძალადე პირი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს. 

სამართალდამცველებმა მამაკაცი, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე აიყვანეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა - გ.მ.-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში