თალიბების კონტროლქვეშ სულ უფრო მეტი ტერიტორია ექცევა

14 ივლისი 2021, 18:46 1190 ნახვა

თალიბებმა ავღანეთსა და პაკისტანს შორის მდებარე მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტზე საკუთარი დროშა აღმართეს და აცხადებენ, რომ სასაზღვრო პუნქტს თავად აკონტროლებენ. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ფრიალებს დროშა ყანდაართან ახლოს მდებარე სპინ-ბოლდაკის სასაზღვრო გადასასვლელზე. „თალიბანმა“ სასაზღვრო გადასასვლელი წინააღმდეგობის გარეშე აიღო.  ავღანეთის ხელისუფლება სასაზღვრო პუნქტის დაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას დაუდასტურეს, რომ „თალიბანმა“ სასაზღვრო პუნქტი ხელში ჩაიგდო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში