როგორ იცავენ კოვიდ რეგულაციებს აჭარის მაღალმთიანეთში

14 ივლისი 2021, 19:56 1092 ნახვა

იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა და ეპიდემიოლოგებიც გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი პირბადეს იშვიათად მოიხმარს. მოქალაქეები ჩავწერეთ აჭარის მუნიციპალიტეტებში, ჩვენი დაკვირებით ქედასა და შუახევში, მიკროავტობუსებსა თუ მაღაზიებში პირბადეს უმეტესობა ან საერთოდ არ მოიხმარს ან ნახევრად გაკეთებულს, მხოლოდ პირზე და არა ცხვირზე. თან მაშინ, როდესაც ტრანსპორტში ფეხზე მდგომ ადამიანებსაც შეხვდებით.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში