ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება

14 ივლისი 2021, 19:37 890 ნახვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის მისია განცხადებას ავრცელებს.

"ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში მიესალმება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას. მისი დაკავების პირველივე დღიდან, 2020 წლის 11 ივლისიდან, ევროკავშირის მონიტორინგის მისია ცხელი ხაზის მეშვეობით ხელს უწყობდა ინტენსიურ კომუნიკაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაკავების, ე.წ. სასამართლო პროცესის და დღეს მის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას. მისია მუდმივ რეჟიმში ყველა მხარეს მოუწოდებდა ცხელი ხაზის მეშვეობით გაეცვალათ ინფორმაცია და გამოეყენებინათ ერგნეთის ფორმატი ამ საკითხის პრაგმატული გადაჭრის მიზნით. გახელაძის დაკავება ინტენსიურად განიხილებოდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრების ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დღეს შეიწყალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში