კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდა, უკანონო დაკავებები დაუშვებელია - კარლ ჰარცელი 

15 ივლისი 2021, 10:28 1201 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ტვიტერში ეხმაურება. კარლ ჰარცელი წერს, რომ უკანონო დაკავება დაუშვებელია. 

„კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საშუალებით“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში