ხმაური მახვილაურში - გამოსახლების პროცესი

15 ივლისი 2021, 11:58 6928 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ მახვილაურში, ბათუმის შემოვლითი გზის გაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნით, მურად ჯაყელის ოჯახი გამოასახლეს. 

როგორც ადვოკატი აცხადებს, გამოსახლება უკანონოდ მოხდა, რადგან ქონება სასამართლოს დაყადაღებული ჰქონდა

კომპენსაციასთან და  ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დავა სასამართლოში მჯერა არ დასრულებულა. ჯაყელების ოჯახი 30 წელზე მეტია 3 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობდა.

გამოსახლების დროს მურად ჯაყელმა თავის დაწვა სცადა და დანით ჭრილობა მიიყენა მუცლის არეში. ამ დროისთვის დაზარალებულ სამედიცინო კლინიკაში იმყოფება, სადაც იგი ახლობლებმა გადაიყვანეს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრის ინფორმაციით, სახლი საჯარო რეესტრში ოჯახს რეგისტრირებული არ აქვს, როგორც საკუთრება. გზების დეპარტამენტმა კი ოჯახს 232 000 ლარი დაურიცხა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში