მოგვიწევს ისევ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე - თამარ გაბუნია

15 ივლისი 2021, 13:30 1678 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება.

თამარ გაბუნიას განმარტებით, აქტიური ჩარევის პირველი რესურსი ვაქცინაციის პროცესის სწრაფი ტემპით წარმართვაა.

''არის რეგულაცია, არის მოთხოვნა, შეზღუდვები, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია. ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ მოგვიწევს ისევ, რომ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე და ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი.

ბავშვებში გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც გასული წლის ნოემბერში და დეკემბერში არ ყოფილა, მაშინ საწოლები  თავისუფალი გვქონდა, ახლა კი შეივსო“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში