ერდოღანმა გადაწყვეტილება შეცვალა

15 ივლისი 2021, 15:54 903 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლის „ბოსფორის უნივერსიტეტის“ რექტორი მელიჰ ბულუ, რომლის დანიშვნასაც საპროტესტო აქციები და ასობით ადამიანის დაკავება მოჰყვა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიმდინარე წლის იანვარში სტუდენტებისა და ლექტორების  პროტესტმა ჯერ სტამბოლის, შემდეგ კი თურქეთის სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში გადაინაცვლა. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მელიჰ ბულუ იყო პირველი რექტორი 1980 წლის შემდეგ, რომელიც ამ თანამდებობაზე ქვეყნის ხელისუფლებამ დანიშნა.  ერდოღანმა აქციების მონაწილე სტუდენტები „ტერორისტებს“ შეადარა, მელიჰ ბულუ კი გადადგომაზე უარს აცხადებდა. საპროტესტო აქციების დროს  ასობით მონაწილე დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში