შეზღუდვების მოხსნა სწრაფად მოხდა, სამწუხაროდ ვიჩქარეთ - ამირან გამყრელიძე 

16 ივლისი 2021, 15:37 2840 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცახდებით, საქართველოში შეზღუდვების მოხსნა ძალიან სწრაფად მოხდა და შემსუბუქება იჩქარეს.

„მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ ოქროს შუალედით იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, – განაცხადა ჟურნალისტებთან გამართულ ვებინარზე გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში