გერმანიაში წყალდიდობამ ასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

16 ივლისი 2021, 18:36 1450 ნახვა

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ წყალდიდობის გამო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამხედრო კატასტროფის რეჟიმი გამოაცხადა. სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ბუნდესვერის 850 ჯარისკაცი მონაწილეობს. სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ 120 ადამიანს მიაღწია,  კიდევ ათას სამასი  მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.  გერმანიაში ორშაბათიდან გადაუღებლად წვიმს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხუთ რაიონში ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან კაშხლის გარღვევის საფრთხე არსებობს. რაინ-ერფტის რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წყალდიდობაა  ბელგიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში