რუსეთში გაუჩინარებული თვითმფრინავი იპოვეს

16 ივლისი 2021, 18:40 1116 ნახვა

რუსეთის ტომკის ოლქში რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავი მაშველებმა იპოვეს. იგი ავარიულად დაეშვა. ან-28-ტიპის თვითმფრინავის პილოტმა ფეხი მოიტეხა. ბორტზე მყოფ ეკიპაჟის სხვა წევრებსა და  მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.  თვითმფრინავის ბორტზე  15 მგზავრი, მათ შორის 2 ბავშვი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი  ძრავის მწყობრიდან გამოსვლაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში