ცვლილებები ,,ბუკინგზე“

16 ივლისი 2021, 20:14 1127 ნახვა

Booking.com ვებ-გევრდია, რომელიც ტურისტებს ეხმარება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასტუმროს მოძებნასა და დაჯაშვნაში. საიტი 1996 წელს შეიქმნა ამსტერდამში და გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი პირველი იყო მსგავს ნიშაში, დღემდე ლიდერ პოზიციაზეა სასტუმროს დაჯავშნაში. Booking.com მოგზაურებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ ადგილი, სადაც უცხოეთში მოგზაურობისას დარჩებიან. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვარსკვლავებისა და ფასების მითითებით იპოვონ სასტუმრო და მარტივად დაჯავშნონ. ბინების გაქირავებისა და დაჯავშნის სხვა არაერთი საიტი არსებობს. იმ ფონზე, როცა პანდემიამ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი შექმნა, ბინების გაქირავება ბევრისთვის ერთადერთ შემოსავლად იქცა. სახელმწიფომ ტურიზმის სექტორის მსხვილ ბიზნეს ოპერატორებს სწორედ პანდემიის პირობებში დაუწესა გარკვეული შეღავათები  და გადასახდებისგან გაათავისუფლა, თუმცა რიგით მოქალაქეებს ანუ იურიდიული ტერმინით-  „ფიზიკურ პირებს“ ბუკინგზე დადებული განცხადებით გაქირავებულ ბინის სანაცვლოდ დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში