რა სამუშაოები ჩატარდება დაბა ხულოში?

16 ივლისი 2021, 20:17 1035 ნახვა

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი  პროექტები გააცნეს მოსახლეობას ხულოში. თვითმმართველობის მიერ შედგენილი გეგმით  გაგრძელდება დაბის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა,  რეაბილიტაცია უკვე უტარდება მამულაძის ქუჩას. იგეგმება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის, სპორტკომპლექსისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობის დაწყებაც. მოსახლეობამ კი მთავარ გამოწვევად წყლის პრობლემა დაასახელა. რის მოსაგვარებლადაც შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ მუშაობს.  ჯამში 20 მილიონი დაიხარჯება სხვადასხვა მსხვილ პროექტზე.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში