ახალი პროექტი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე 

17 ივლისი 2021, 15:05 2327 ნახვა

24 ივლისიდან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი პროექტი იწყება. „ახალი თაობა“ ამ სახელწოდების მუსიკალური მეგა შოუ ყოველ შაბათს საღამოს  21- საათზე დაიწყება.  დღეს მონაწილეების შერჩევის მეორე ეტაპი  დაიწყო. 

ჟიურიმ კონკურსის 10 მონაწილე უნდა შეარჩიოს,  შერჩეული კონკურსანტებიდან  მოსახლეობა და ჟიური სმს ზარის საშუალებით სამ გამარჯვებულს გამოავლენს, მათგან პირველ ადგილზე გასულს 10 ათასი ლარი  გადაეცემა , მეორე ადგილს 200 ლარიანი სტიპენდია დაენიშნება 1 წლის განმავლობაში,  მესამე ადგილზე გასული  კონკურსანტი კი სიმღერას ჩაწერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში