შეფერხება წყლის მიწოდებაში

18 ივლისი 2021, 12:20 2086 ნახვა

ბათუმში ამ დროისთვის 1 500-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. რუსთაველის ქუჩაზე წყლის ცენტრალური მილი დილის 4 საათზე გასკდა და წყალი რამდენიმე წუთის განმავლობაში იფრქვეოდა.

ავარიული დაზიანების გამო დაიტბორა რუსთაველის ქუჩა და დიდი რაოდენობით წყალი შევიდა ბათუმის სამშობიარო სახლში. ადგილზე მობილიზებულია ბათუმის წყლის ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები. წყლის მიწოდება აბონენტებს დღის მეორე ნახევრიდან აღუდგებათ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში