ახალი კოვიდრეგულაციები, რომლებიც ძალაში დღეიდან შევიდა

19 ივლისი 2021, 09:42 4919 ნახვა

დღეიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი რეგულაციები დაწესდა. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ცვლილებების მიხედვითვე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო მაცნეში 15 ივლისს გამოქვეყნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში