საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

19 ივლისი 2021, 11:27 2987 ნახვა

პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში საკეისრო კვეთის შემდეგ​ კოვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალი გარდაიცვალა.

30 წლამდე ასაკის პაციენტი კლი­ნი­კა­ში ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და. ორსულის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დღიდან კრიტიკული იყო.

კლინიკაში აცახდებენ, რომ ქალს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა. რამდენიმე დღის წინ კი გარდაიცვალა. 

რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჩვილს კოვიდი არ დაუდასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში