200-მდე დაღუპული და ასობით დაკარგული - წყალდიდობა დასავლეთ ევროპაში

19 ივლისი 2021, 10:56 865 ნახვა

190-ს გადააჭარბა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ევროპაში. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ასობით დაკარგულს. დასავლეთ ევროპაში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა ერთი კვირის წინ დაიწყო.

გუშინ სიცილიის ქალაქი პალერმოც დაიტბორა. სტიქიას გერმანიაში 160, ბელგიაში კი 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ წყალდიდობა, რომელმაც ევროპის ზოგიერთ ნაწილს გამანადგურებელი შედეგები მოუტანა, „საშინელებაა“. მან პირობა დადო, რომ ფედერალური მთავრობა და რეგიონები განადგურებულ რაიონებში წესრიგის აღსადგენად ერთად იმოქმედებენ.

წყალდიდობამ ასევე დააზარალა ნიდერლანდები, საფრანგეთი და შვეიცარიაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში