საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებელნი, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ - შარლ მიშელი

19 ივლისი 2021, 16:41 933 ნახვა

დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებლები. ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩემთვის დიდ პატივია, რომ ამ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას. დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებლები. უკვე 30 წელია. ერთი თაობაა ძალიან ძლიერი ძალისხმევით მიღწეული წინსვლისა და დაბრკოლებებისა. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობისა და საერთო ფასეულობების საფუძველზე. არ იყო ეს იოლი გზა. ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ. ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. გვინდა, რომ ჩვენი სტაბილურობა, ჩვენი მედეგობა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში იყოს და ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორების ძალისხმევით განხორციელდეს. ევროკაშირი ასევე განიცდიდა ძირეულ ცვლილებებს და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატიული სივრცე არის ჩვენი ერთობის, ჩვენი თავისუფლების საფუძველი და ეს არის ჩვენი ფასეულობების საფუძველი. 

შარლ მიშელის განცხადებით, ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები რეფორმების განხორციელების კუთხით.

2009 წელს პრაღის სამიტზე გადავწყვიტეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა და დღეს 12 წლის თავზე ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა უკვე რეალობად იქცა და სარგებელს აძლევს ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს. ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, ჩვენი საერთო მისწრაფებები და დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით, არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და თქვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველას გვესმის ადამიანთა უფლებები, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა. მცირე და საშუალო საწარმოები, პრესის დაცულობა, ეს არის ის ფასეულობები რომლებიც არის საუკეთესო გარანტი კეთილდღეობისა", - განაცხადა შარლ მიშელმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში