საფრანგეთში კოვიდშეზღუდვებს ამკაცრებენ

19 ივლისი 2021, 18:57 1169 ნახვა

საფრანგეთის ხელისუფლება  კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელების გამო ქვეყნის ზოგიერთ რაიონში  "კომენდანტის საათს" გამოაცხადებს.  ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. საფრანგეთში 18 ივლისს კორონავირუსის 12 ათას 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ზედიზედ მესამე დღეა, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 10 ათასს აჭარბებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში